საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის დარბაზში ოპონენტების გინების და დაძაბული საკომიტეტო განხილვების შემდეგ დღეს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას უკვე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობით გააგრძელებს.
გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან საპარლამენტო უმცირესობის სიტყვიერი შეურაცხყოფა და, თავად პრემიერისვე შეფასებით მოუზომელი ემოცია, კვალავაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მინისტრები, რომლებიც პარლამენტში ამ წუთებში იკრიბებიან, განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი კვირიკაშვილსაც ელოდებიან.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერისგან შესაბამისი პასუხი მიიღო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ ერთმნიშვნელოვნად მოაწყო პროვოკაცია, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღო. პრემიერმა ამის შემდეგ გააკეთა რამდენიმე განცხადება,“- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
კრიმინალურ ბანდას უწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ სოზარ სუბარი.
„კრიმინალური მენტალიტეტის მოძველბიჭო ხულიგნები არიან მთელი ეს ბრბო, რომელიც გუშინ პარლამენტში იდგა და ზოგადად ნაციონალური მოძრაობაც ეს არის. მოვიდნენ ქვების სროლით და წავიდნენ ქვების სროლით. არ უყურებდით რას აკეთებდნენ, როგორ ყვიროდნენ და როგორ უზრდელობდნენ?,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.