დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო 2018 წლის ბიუჯეტის შეახებ კანონპროექტს უყრის კენჭს. სხდომა მწვავე განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურნენ, რა დროსაც პრემიერმა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ოპოზიციამ პრემიერს ქუჩური მენტალიტეტის მქონე უწოდა და უმრავლესობის წევრებს მოუწოდეს, გაემიჯნონ მის შეურაცხმყოფელ რიტორიკას. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პრემიერმა ბოდიში მოიხადა და ინციდენტი დასრულებულია.
თუმცა, თვლიან, რომ პრემიერის მხრიდან გინება იყო ღირსების დაცვისკენ მიმართული ნაბიჯი ნიკა მელიას პროვოკაციაზე.