20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"ჰაბ ჯორჯია" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯია’’ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. 

ორგანიზაციის წევრები მას კორუფციულ გარიგებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ,,ჰაბ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ სპეციალურად შექმნილ კომპანიას მენეჯმენტი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა და კონკრეტულ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისთვის ფულს ითხოვდნენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მთავრობის მაღალჩინოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენებზეც საუბრობენ. 

ამ თემაზე რეპორტაჟი გასულ კვირას P.S.-ც მოამზადა, სადაც "რუსთავი 2"-ს ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაუდასტურა, რომ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია. 

დღის ამბები