20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა კვირიკაშვილმა"-მელია მმართველი გუნდის შეფასებებზე საუბრობს

პრემიერის მიერ ნიკა მელიას გინებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება. ნიკა მელია ამბობს, რომ როგორც ჩანს მმართველი გუნდი ახალ რეალობას ამკვიდრებს, სადაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა აღიქმება პროვოკაციად.

„ქართულმა ოცნებამ“ და პრემიერმა კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტმა მე მოვისმინე მათი კომენტარები, ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან. ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, მაშინ როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე "ქართული ოცნების" ლიდერებს და დეპუტატებს, მე მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა. არ მაინტერესებს კვირიკაშვილი მე როგორც ადამიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრებმა გუშინ მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციად შეაფასეს, რასაც პრემიერის რეაქცია მოჰყვა.   

დღის ამბები