20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
„უმრავლესობის წევრები არ იცნობენ თმენის კონცეფციას“-კაპანაძე "ქართული ოცნების" გამოხმაურებაზე საუბრობს

„უმრავლესობის წევრები ასევე არ იცნობენ თმენის კონცეფციას,“-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის დადანაშაულება პროვოკაციაში იმის დადასტურებაა, რომ მათ არ ჰყოფნით გამბედაობა გააკრიტიკონ კვირიკაშვილი.

„არანაირი გამართლება ამას არ აქვს და ძალიან სამწუხარო რამ გამოჩნდა გუშინ, რომ ყველაზე ცუდ საქციელსაც კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად მორჩილად კვერს უკრავენ უმრავლესობის წევრები და არც ერთს არ ეყო იმისი გამბედაობა, რომ გაეკრიტიკებინა პრემიერის ეს საქციელი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები