20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"მე პიარზე ნაკლებად ვმუშაობდი, ვმუშაობდი საქმეზე" - დავით ნარმანია კრიტიკას პასუხობს 

საკანონმდებლო ორგანო დღეს "სემეკის" წევრების დამტკიცებას გეგმავს. პრეზიდენტმა პარლამენტს ორი კანდიდატი წარუდგინა, გოჩა შონია და ასევე თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.

დედაქალაქის ყოფილ მერს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვს. ნარმანია ამბობს, რომ სამუშაო "სემეკში" მისთვის ნაცნობია.

„პარლამენტის დეპუტატებისთვის მიდგომები და ამოცანები რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნაცნობია. შესაბამისად ველოდებით მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის მხრიდან მოხდება მხარდაჭერა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ თბილისის მერობის დროს გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა.

„მე პიარზე ნაკლებად ვმუშაობდი, ვმუშაობდი საქმეზე და ჩემთვის უმთავრესი იყო რომ მეკეთებინა საქმე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის,“ - აცხადებს ნარმანია.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დავით ნარმანიას მხარს არ დაუჭერენ. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ნარმანიას ერთგულება "სემეკში" დასაქმებით დაუფასა. 

დღის ამბები