20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
თუ ერთი წლის თავზე რეალური საქმე არ გაკეთდა, კანონი ჩვენს ხელშია - მდინარაძე მაუწყებლის შესახებ

თუ ერთი წლის თავზე ის დაანონსებული რეფორმა და რეალური საქმე არ გაკეთდა ამ კანონიდან გამომდინარე, კანონიც ჩვენს ხელშია - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, მაუწყებლის შესახებ კანონზე საუბრისას გააკეთა.

მდინარაძე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ წინ არის კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და ასევე პრეზიდენტის ვეტო.

მდინარაძემ ვეტოს შემთხვევაში, მისი გაზიარება არ გამორიცხა.

იმ შემთხვევაში კი თუ პარლამენტი ცვლილებებს არსებული სახით დაამტკიცებს, მდინარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს საკანონმდებლო ორგანო მონიტორინგს გაუწევს.

„გუნდის უფრო დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს კანონი ამ ფორმით გასულიყო, მესამე მოსმენა წინ გვაქვს და წინ გვაქვს ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა შემთხვევაშიც თუ ვეტოს დადების შემთხვევაში ვეტო გადავლახეთ და საბოლოოდ კანონი ასე დარჩა ძალაში, ჩვენ გვაქვს დაკვირვების საშუალება, პარლამენტიც აქ არის და დინამიკაში შევხედავთ. თუ ერთი წლის თავზე ის დაანონსებული რეფორმა და რეალური კონკურენცია, რეალური საქმე არ გაკეთდა ამ კანონიდან გამომდინარე, კანონიც ჩვენს ხელშია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები