20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, იმის გამო რომ სიმართლე თქვა - სააკაშვილი

მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც ის გაათავისუფლა, დევნაა დაწყებული.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც თქვა, რომ ჩემი საქმე ფალსიფიცირებულია, ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვევა და რომ პროკურატურა იტყუება. იმის გამო, რომ ლარისა ცოკოლმა სიმართლე თქვა სურთ მისი მოხსნა, მოგონილი, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. მას რომ გაეკეთებინა ის, რაც პროკურატურას სურდა სხვაგვარად მოექცეოდნენ, მაგრამ ახლა დევნიან.

"გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიმართვა გაუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პეჩორის სასამართლოს ლიკვიდაციის მოთხოვნით. ეს იმიტომ, რომ სასამართლომ გამათავისუფლა. ამით კი პრეზიდენტმა ყველა მოსამართლეს უთრა, რომ ჩვენ რეორგანიზაციას ვიწყებთ და არცერთი დარჩება მოსამართლედ თუ სააკაშვილს არ დაიჭერენ. ეს ჩვენს თვალწინ ხდება. მოსამართლე ცოკოლმა დაწერა სიმართლე, თქვენ კი მოატყუეთ საზოგადოება, ამაზე პასუხს აუცილებლად აგებთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები