20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
იერუსალიმში სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

იერუსალიმში სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა, ტრადიციულად, პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო. პალესტინელებს "რისხვის დღე“ აქვთ გამოცხადებული. ამგვარად ისინი დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ.

გადაწყვეტილების გაუქმებისკენ ვაშინგტონს საერთაშორისო თანამეგობრობამაც მოუწოდა. ამაზე საუბარია რეზოლუციაში, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. ეგვიპტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს 128 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 9 ქვეყანა წავიდა, ხოლო 35-მა წევრმა თავი შეიკავა, დანარჩენ 21 ქვეყნას, მათ შორის, საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრამდე ვაშინგტონმა ასამბლეის წევრები გააფრთხილა, რომ რეზოლუციის მომხრე ქვეყნები შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ გააჩნია, დოკუმენტი რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.

დღის ამბები