კალათბურთის დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატებს დღესვე გადაეცემათ საქმის მასალები.
გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააპატიმრა.
წინასწარი მოთავსების იზოლატორში საერთაშორისო კატეგორიის სამი მსაჯი - კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი და დამფუძნებელი არიან.
დაკავებული პირების პოზიცია ბრალის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, დაკავებული პირებიდან ორი, დავით და ირაკლი ბერიშვილები დანაშაულს აღიარებენ.
დაკავებულთა შორის არის კლუბ ”სოხუმის” კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, თემურ დათიკაშვილი. ადვოკატის განცხადებით, ის ჩაწყობილ თამაშებთან კავშირს უარყოფს და არც თანხის აღებას ადასტურებს.
ხუთივე დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.