ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრევენციული ღონისძიებები დროული იყო.
„ვიცით, რომ სხვადასხვა დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მათ შორის დიდი ტრაგედია, რაც ბავშვებს უკავშირდებოდა. პირველ რიგში, აქ პოლიციას პრევენციული დანიშნულება აქვს და მანამ, სანამ ცუდი შედეგი დადგება, პოლიცია მანამდე უნდა ჩაერთოს,“- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიდგომები რეფორმატული და პროაქტიულია.
„ის, რეფორმები, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, სასიცოცხლოდ მნიშვნელობის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად. ვნახეთ მინისტრ გახარიას დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ გადაცდომას ადგილი არ ექნება და თუ ექნება, იქნება შესაბამისი რეაგირება,“- აღნიშნა ოთარ დანელიამ.
: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა არის პრევენციული ღონისძიებების გატარება.