80 მომხრე არცერთი წინააღმდეგ - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა. პარლამეტმა ზაზა გაბუნიას კომიტეტის თავმჯდომარედ დამტკიცებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ზაზა გაბუნიამ გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა, რომელის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ზაზა გაბუნია განათლების და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების წევრია. ის ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, შემოთავაზება სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისგან მიიღო, პრემიერმინისტრის შესაბამისი ბრძანებით კი თანამდებობაზე დაინიშნა.