20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"მანქანა დაშალეს" - "გირჩი" შსს-ს კერძო საკუთრების დაზიანების ანაზღაურებას სთხოვს

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს. საქმე ეხება იუზა ხურცილავას, რომელსაც უწყების მიმართ პრეტენზიები აქვს.

ხურცილავას თქმით, რამდენმე დღის წინ საქართველოს საზღვარზე მანქანით უპრობლემოდ გაატარეს. რამდენიმე საათში კი გააჩერეს სამართალდამცავებმა და მანქანა გაუჩხრიკეს, თუმცა ნარკოტიკი ვერ იპოვეს. ამის შემდეგ ფოთში წაიყვანეს შესამოწმებლად და რადგან აკრძალული ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, ისევ გაათავისუფლეს, თუმცა მანქანის სალონი დაშლილი დატოვეს.

ხურცილავამ სამართალდამცავებს ავტომობილის აწყობის თხოვნით მიმართა, რაზეც მან უარი მიიღო. „გირჩის“ წარმომადგენლის თქმით, თუ არ დააკმაყოფილებენ დაზარალებულის მოთხოვნას, ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ფაქტია, რომ შსს-მ მოახდინა კერძო საკუთრების დაზიანება და ჩვენი სურვილი და თხოვნაა, პირველ რიგში, რომ შსს-მ ზიანის ანაზღაურება მოახდინოს," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” ქუთაისის რეგიონული ოფისის თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა.

დღის ამბები