20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
„გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყო პრემიერი" - მამუკა მდინარაძე ზაზა გაბუნიას კომიტეტის თავმჯდომარეობას აფასებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიას დამტკიცებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყო პრემიერი კვირიკაშვილი.

„გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყო ქვეყნის და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერმინისტრი და ეს არის საერთო გადაწყვეტილება. მე ვადასტურებ, რომ კონსულტაციებში ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერმინისტრი. როდესაც საპარლამენტო თანამდებობებზეა საუბარი, ბუნებრივია აქ დომინანტია საქართველოს პარლამენტი და ის იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გავდივართ ხოლმე პარტიის შიგნით და პარტიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საუბარი, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ პარტიის ხელმძღვანელი~, სხვა ადამიანებს შორის არის ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დასრულდა. ეს იყო წლის ბოლო სხდომა, სადაც დღეს მესამე მოსმენით მისაღებ საკითხებთან ერთად რეგიონული კომიტეტის ახალი თავმჯდომარეც დაამტკიცეს. გრიგოლ ლილუაშვილი ამ თანამდებობაზე ზაზა გაბუნიამ შეცვალა, რომელიც ადასტურებს, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა აქვს.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას და პრემიერმინისტრის მხარდაჭერას, დიახ, როგორც გუნდის ლიდერის მხარდაჭერა მე მაქვს, ისევე როგორც მაქვს საპარლამენტო გუნდისა და ლიდერების მხარდაჭერა,“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები