„მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო და უსამართლო პროცესში,“ - ეს SMS შეტყობინება „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ჯანაშიამ ასოციაციის წევრებს გაუგზავნა.
ლევან ჯანაშიას წერილში აღნიშნულია, რომ ის და მისი გუნდი დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ და ასევე, არ აღიარებენ 9 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს.
„გაცნობებთ, რომ მე და ჩემი გუნდი არ ვაღიარებთ 9 დეკემბერს GBA-ს მიერ გამართული არჩევნების შედეგებს და უარს ვამბობთ დღეს მიმდინარე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო და უსამართლო პროცესში,“ - აღნიშნულია ლევან ჯანაშიას მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
დღეს სპორტის სასახლეში "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმღვანელის არჩევის მეორე ტური მომდინარეობს. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. მეორე ტურში კი ერთმანეთს დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია უპირისპირდებიან.
ლევან ჯანაშია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდება. ჯანაშია ასევე მეორე ტურის ჩატარების აკრძალვას ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.