20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
გარიგებული თამაშები - ამ წუთებში სასამართლო ხუთივე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას იწყებს

კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და მწვრთნელები, რომლებიც გუშინ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს. ამ წუთებში სასამართლო 5-ვე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას იწყებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, პროკურატურა სამი პირის შემთხვევაში ითხოვს პატიმრობას, ძმები ბერიშვილებისთვის კი 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ სცნობენ, თუმცა, ჩვენების მისაცემად მზად არიან.

ის აცხადებს, რომ სასამართლოს კვარაცხელია და დათიკაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. 

დავით და ირაკლი ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, ისინი ადასტურებენ, რომ სუპერლიგის თამაშები იყიდებოდა და ამ თამაშებში მათ კონკრეტული თანხაც აიღეს. ადვოკატის თქმით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააპატიმრა. მათგან ორი ბრალს აღიარებს.

დღის ამბები