ზუგდიდელები მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ. უკვე მესამე დღეა, ქალაქში ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა უკეთესი იყო.
„სამ დღეში უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება უახლოეს დღეებში. ამ ხელმოწერების მიზანი არის, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარზე დევნა, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ ამ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.