20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
„ამაყი მივდივარ" - ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატებს მიმართა

ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. თითქმის სამი საათია, ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება. ადვოკატები არჩევანს დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის აკეთებენ, თუმცა ლევან ჯანაშია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ის არჩევნების პირველი ტურის ერთ-ერთ დარღვევად საარჩევნო ყუთში ამომრჩევლის რაოდენობაზე მეტი ბიულეტინის დათვლას ასახელებს.

არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება დავით ასათიანს.

„ჩვენ არ მოვდივართ, რომ რაღაცას ვუხელმძღვანელოთ და ვიყოთ პოზიციებზე. მე და ჩემი გუნდი მოვდივართ, რათა ვემსახუროთ პროფესიას და გემსახუროთ თქვენ,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, ადვოკატებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის იცავდა მათი უფლებებს.  

„ამაყი მივდივარ იმიტომ, რომ საკუთარი სიცოცხლის და რისკის ფასად ვიცავდი თქვენს უფლებებს. მართალია, ამის გამო ზოგიერთი მლანძღავს, მაგრამ არა ხართ ხალხო თქვენ დაცულები დღეს? ამაზე შეიძლება ზაზა ხატიაშვილს მოედაოთ? მე ვრჩები თქვენთან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები