20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გარიგებული თამაშები - სასამართლომ 3 დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა, 2 კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კალათბურთის თამაშების გარიგებებში მონაწილეობის გამო დაკავებული პირებიდან სამი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამ დაკავებულს, ზაზა მაჩალაძეს, ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ ბერიშვილების ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თითოეული 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები