პრემიერმინისტრსა და ენმ-ის ლიდერს შორის დაპირისპირება ბოლო სამი დღეა, განხილვის თემა გახდა. პრემიერმა საჯაროდ პარლამენტში ოპოზიციის ლიდერს საქართველოს პოლიტიკის ისტორიაში პირველად აგინა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის მხრიდან გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
წყობიდან გამოსული პრემიერის ვიდეოკადრები ბოლო სამი დღეა, პოლიტიკურ სპექტრში გარჩევის მთავარი თემა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, აცხადებს, რომ ხუთწუთიანმა კონფლიქტმა პრემიერის მთელი რეპუტაცია ჩამოანგრია.
მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტში პრემიერს სიტყვიერი შეურაცხყოფა აღარ მიუყენებია ოპონენტებისთვის, თუმცა, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის კრიტიკული გამოსვლის დროს პრემიერი ჩხუბში ჩართვას ამჯერად დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაარჩინა.
ექსპერტები კვირიკაშვილის პლუსად წინამორბეთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, კონტრასტულობას ასახელებდა, რომელიც ოპოზიციის მისამართით განსაკუთრებულ აგრესიას ავლენდა.
ექსპერტების ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა ეს პლიუსი დაკარგა და ახლა პოლიტიკური მინუსებში გადავიდა.
კვირიკაშვილი ახლა მსოფლიოს იმ ლიდერების ჩამონათვალშია, ვინც უცენზურო მიმართვებს საჯარო არ ერიდება. დღემდე ლიდერი ფილიპინების პრეზიდენტი იყო, რომელის საჯარო გინება CNN-ის ეთერში რამდენჯერმე მოხვდა.