20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სკანდალური ინტერვიუ - მამუკა ტუსკაძე აცხადებს, რომ ავტობუსებისთვის გამოყოფილი თანხიდან 11 მილიონი ევრო, სავარაუდოდ, გაფლანგა

სკანდალური ინტერვიუ კურიერს - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო წევრი, მამუკა ტუსკაძე, აცხადებს, რომ ავტობუსებისთვის გამოყოფილი თანხიდან 11 მილიონი ევრო, სავარაუდოდ, გაფლანგა.

დავების საბჭოს წევრის მიერ გასაჯაროვებული ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერის შედეგად გერმანულ კომპანია "მანის" თბილისისთვის 175 ავტობუსი უნდა ჩამოეყვანა. მომსახურებისთვის საჭირო თანხა - 41 მილიონი ევრო კი, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან ისესხა.

ტენდერი დასრულდა, მაგრამ თბილისში, 175 ლურჯი ავტობუსის ნაცვლად, დაახლოებით, 100 ავტობუსი ჩამოვიდა.

მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ შუამავალი კომპანია „მათე მოტორისი“, რომელიც ავტობუსების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა და ლურჯ ავტობუსებზე იცის სიმართლე, გააჩუმეს.

ლურჯი ავტობუსების ჩამოყვანის პროცესს თბილისის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ხელმძღვანელობდა.

ლურჯი ავტობუსების სატენდერო დოკუმენტაციის ირგვლივ გამოვლენილი საჭვო გარემოებების გამო, საკითხი შესაძლოა, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ განიხილოს, მაგრამ რა ვადებში მოხდება, ეს უცნობია.

ზაზა რობაქიძე შპს "რეგისტრატორის" დამფუძნებელია, მისმა კომპანიამ განათლების სამინისტროს ნახევარ მილიონიანი ტენდერი გაზაფხულზე მოიგო. მაგრამ მალევე შეატყობინეს, რომ ტენდერი ჩაიშალა. რობაქიძემ დავების საბჭოში იჩივლა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ტენდერი მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადი მოტივების გამო ჩაშალა.

რობაქიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო, ტენდერის პირობებს კომპანიებს არგებდა, ანუ ყველაფერს აკეთებდა, რომ სახელმწიფო დაკვეთა და ბიუჯეტის ფული მისთვის სასურველ კომპანიას მიეღო.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ზაზა რობაქიძის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, მაშინ სახელმწიფო იძულებული ხდება, დაზარალებულ კომპანიას კომპენსაცია გადაუხადოს. 

დღის ამბები