20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
"მე არ ვარ დაბადებული კოსტუმსა და ჰალსტუხში" - ნიკა მელია პრემიერის კიდევ ერთ ფრაზას იხსენებს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, პრემიერთან დაპირისპირებას განსახვევაებული აქცენტების ეთერში იხსენებს და აღნიშნავს, რომ დარბაზში მედია რომ არ ყოფილიყო, პრემიერი "რეალურად მზად იყო ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის".

"ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მძიმედ აღწერს მის მდგომარეობას, როგორც პრემიერმინსიტრის ამ თანამდებობაზე, არის ის, რომ მან თქვა, მე არ ვარ დაბადებული კოსტუმსა და ჰალსტუხშიო," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას განმარტებით, პრემიერმა არ იცის, რა თანამდებობას იკავებს.

ნიკა მელიას თქმით, ფრაქციის სხდომაზე პრემიერის მისამართით ბევრი კრიტიკული და აქტუალური კითხვა დაუსვეს პარლამენტარებმა.

ნიკა მელიას თქმით, როკის გვირაბთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერს „წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეპასუხა“.

„მან თანდათანობით დაიწყო, ჩემდა სამწუხაროდ, კონტროლის დაკარგვა. ბუნებრივია, მწვავე ვიყავი მე, პირადად, ვინაიდან, ფორმატი იძლევა ამის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

„შევატყვე, რომ ბატონი პრემიერმინისტრი უკვე ე.წ. მორიგე ფრაზებით შემოიფარგლებოდა ანუ შაბლონური პასუხებით, როგორიც არის დაველოდოთ, მაგალითად, გამოძიების შედეგებს და მერე ვისაუბროთ; თქვენ ხართ ტენდენციური და მერე აბსოლუტურად უადგილოდ მან რამდენჯერმე გაიმეორა, ძალიან ირონიულად, რომ სამკაციანი ფრაქცია ვიყავით და ა.შ.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მას შემდეგ, რაც შეატყო, რომ პრემიერმა დარბაზის დატოვება გადაწყვიტა, მიმართა და უთხრა, რომ ის არის უუნარო.

„არამხოლოდ საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, იმ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც მან ვერ გასცა ვერცერთ კითხვას პასუხი, დიახ, ეს არის უუნარობა, რაზეც ძალიან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები