20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
უფრო ღრმა არის პრობლემა, ვიდრე, უბრალოდ, უცენზურო სიტყვა - ელენე ხოშტარია

„პირველი, ხალხს რასაც ვთავაზობთ, ეს არის პირდაპირ სილის გაწნა იმ მოსახლეობისთვის, რომელიც უყურებს ამ უბედურებას ტელევიზორში. პარლამენტს, რომლისგანაც ის უნდა იღებდეს იმედს, კონკრეტულ გამოსავალს,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტში პრემიერსა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას, შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას კრიტიკის მიღება უჭირს და მსგავსი ფაქტები დემოკრატიას ასუსტებს.

„გადმოდიოდნენ რაღაც ბრალდებებზე, ისევ რაღაც აგრესიულ, ცუდ რიტორიკაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვკარგავდით მთავარ საკითხზე საუბრის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ძალადობის წახალისების ფონს ქმნის.

„უფრო ღრმა არის პრობლემა, ვიდრე უბრალოდ უცენზურო სიტყვა. აქ, გარდა იმისა, რომ შეიგინა პრემიერმინისტრმა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის მერე ინტერპრეტაცია ქართული ოცნების მხრიდან... პრემიერმინისტრმა ეს შეაფასა, როგორც ღირსების დაცვა და უარესია, ანუ ჩვენ რას ვამბობთ... როგორც არ უნდა მოგეწონოს, თუ შენ კრიტიკას და თუნდაც, ცუდ კრიტიკას, ამას ეძახი ღირსების შელახვას და მერე პასუხობ გინებით, კიდევ უფრო ცუდად გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები