20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ეს ინცინდენტი იყო პირდაპირი გაგრძელება და შედეგი იმის, რაც წინა დღეს მოხდა პარლამენტში - ეკა წამალაშვილი

„მე მიმაჩნია, რომ ეს ინცინდენტი იყო პირდაპირი გაგრძელება და გამოხმაურება და შედეგი იმის, რაც წინა დღეს მოხდა პარლამენტში,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა წამალაშვილი, ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

მისი თქმით, დავით ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია მმართველი გუნდის „ფასიანი პროვოკატორები“ არიან.

მან აღნიშნა, რომ ხათუნა ხოფერია სარეკლამო ჭრის დროს თმით თრევით დაემუქრა.

„ეს ადამიანები, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოვიდნენ განზრახ ამ პროვოკაციისთვის, ძალადობრივი ქმედებისთვის. სარეკლამო ჭრის დროს, როცა მან მე ასე დამემუქრა თმის თრევით, გავიგე, რომ შეიგინა კიდეც ქალბატონმა, რაზეც მქონდა რეაქცია და ვუთხარი, რომ ასე იქცევიან ქუჩაში,“ - განაცხადა წამალაშვილმა.

ეკა წამალაშვილი აღნიშნავს, რომ წყლის შესხმის შემდეგ ხოფერია მისკენ გაემართა და მუქარა აასრულა.

დღის ამბები