20 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
სააკაშვილის საქმის მოსამართლეს კარგად ესმის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სამართლებრივი აბსურდია - გიორგი მშვენიერაძე

„მე ნამდვილად ვერ გავიხსენებ ასეთ პრეცენდენტს იმიტომ, რომ არ მახსნედება ასეთი რამ, რომ ადამიანს, სახელმწიფო მეთაურს ასამართლებდნენ საკუთარი, კონსტიტუციური, ექსკლუზიური და აბსოლუტური უფლებამოსილების გამოყენების გამო,“ – ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ, გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას გააკეთა.

მოსამართლე არევაძემ სასამართლო სხდომა 25 დეკემბრამდე გადადო და იმედი გამოთქვა, რომ სახაზინო ადვოკატი ამ დროში საქმის მასალებს გაეცნობა. ადვოკატი კი აცხადებს, რომ მცირე დრო აქვს მასალების გასაცნობად. ის განხილვის ერთი თვით გადადებას მოითხოვდა.

გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმის გადადებაზე მოსამართლე არევაძემ კარგად იცის, რომ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პოლიტიზირებული იქნება.

„მას კარგად ესმის, რომ ამ ტიპის განაჩენის გამოტანა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის სამართლებრივი აბსურდი,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები