„ეს არის ბოლომდე ძირგამომპალი სისტემა, რომელიც დღეს ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, საქართველოს სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს.
ბრალდების მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, საქმე ეხება გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებას.
ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის შემდეგ 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი პირი შეიწყალების გამო ასამართლებენ.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მოსამართლე არევაძეს პროცესის განხილვა უვადოდ უნდა გადაედო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატები პროცესს ჩამოაშორა.
„ამ შემთხვევაში სასამართლომ გამოყო მხოლოდ რამდენიმე საათი, სრული 24 საათიც კი არა, მომდევნო დღეს ჩანიშნა პროცესი და როდესაც მომდევნო დღეს გამოცხადდა სახაზინო ადვოკატი სასამრთლოში, მას განუსაზღვრა ერთკვირიანი ვადა საქმის მასალების გასაცნობად,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.