20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
დავით ბაქრაძე პარტიის ეკონომიკურ გეგმას რეგიონებში მოსახლეობას აცნობს

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის ეკონომიკურ გეგმას რეგიონებში მოსახლეობას აცნობს.

გორში, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბაქრაძე ინდმეწარმეებს შეხვდა და ეკონომიკური გეგმა წარუდგინა, რაც 2018 წელს მთავრობის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას გულისხმობს.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელებით შესაძლებელი იქნება პენსიის ზრდასთან და სხვა სოციალური პროექტების განხორციელებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

„მცირე ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მოსახლეობაში აღარ არის ფული, მოიკლო გაყიდვებმა, მოიკლო ბრუნვამ, აღარ არის შემოსავალი და ამ ყველაფერს სჭირდება სასწრაფოდ შველა. სწორედ ამიტომ აქვს ევროპულ საქართველოს გეგმა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიულ და არაფრისმომცემი ხარჯებიდან დაიზოგოს მილიარდ 400 მილიონი ლარი,“ - განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

დღის ამბები