„ყველამ ვიცით, რომ 2012 წლის მერე ზუსტად ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ ყველაზე რადიკალური და ფუნდამენტური პროგრესი,“ - ასე ეხმაურება კონგრესმენ სტივ რასელის მოთხოვნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესის შევიწროება ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლის შემდეგ დასრულდა.
„მე ინიციატივას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. ვიცი, რომ ზოგადად საუბარია ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებით, ბრჭყალებში. ყველამ ვიცით, რომ 2012 წლის მერე ზუსტად ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ ყველაზე რადიკალური და ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოში დასრულდა ის დრო, როცა ბიზნესს ავიწროებდნენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კონგრესმენ სტივ რასელის რეზოლუციაზე. ის ქართველი მინისტრებისთვის ვიზების გაუქმებას, საბანკო ანგარიშების გაყინვასა და შტატებში შესვლის აკრძალვას ითხოვს. მიზეზად კი ამერიკული კომპანიების, კერძოდ „ჯორჯიან მანგანეზის", "ფილიპ მორისისა" და „ფრონტერას" შევიწროება, სასამართლო დავები და დროებითი მმართველების დანიშვნა სახელდება.