საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი ეწვევიან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავლაბრის სასახლეში შედგება, სადაც გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს გამართავს.
გაკეთდება ერთობლივი განცხადებებიც. ხვალ კი სერჟ სარქისიანი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე შეხვდება პატრიარქს.
გაიმართება პირისპირ მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერმინისტრთან.