20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცეს

შობის დღესასწაული მიულოცეს მოქალაქეებს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ნათქვამია:

"მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისთვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.

"დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში," - წერს პრეზიდენტი. 

"მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას," - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც წერილში.

დღის ამბები