20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
არ უარყოფენ, რომ ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას მიდიან ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ - პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტმა დებატების რესპუბლიკურ ტურნირში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილი გუნდების ფინალურ შეხვედრას დაესწრო და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმება საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ მოხდა. 

„ის ხალხი, ვინც გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი. არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

“დებატების ახალგაზრდული კლუბების“ ტურნირი კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები