20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ნაცემი პოეტი დღეს სასამართლოს წინაშე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წარსდგება

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ნაცემი პოეტი დღეს სასამართლოს წინაშე ტვინის შერყევის გამო ვერ წარსდგება. ზვიად რატიანს ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ზვიად რატიანის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდება.

ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და სხდომის გადადებას მოითხოვენ.

„ბატონი ზვიადი, რა თქმა უნდა, უარყოფს იმას, თითქოს ის თამარ მეფის გამზირზე მარტო მყოფი უმისამართოდ იგინებოდა, რაც გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი, როგორც ამას პოლიციის თანამშრომლები დაკავების ოქმში უთითებენ და ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ მისი მხრიდან ამ სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

პარალელურად, ზვიად რატიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. რატიანის განცხადებით, რომელსაც ფიზიკური დაზიანებების კვალი ჯერ კიდევ ეტყობა სახეზე, ის სამართალდამცველებმა სცემეს.

გამოძიებას პროკურატურა 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისმოხბს.

საკითხის შესწავლას თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციაც აწარმოებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები