07 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
"უცნობის" სიძისთვის გადაცემული ქონება - "ენმ" კვირიკაშვილის, გახარიას, ქუმსიშვილის და ნარმანიას დაკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი მთავარ პრკურატურას მიმართავს და გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილის და თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დაკითხვას მოითხოვს.

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ სიძემ სავარაუდოდ, კანონდარღვევით განახორციელა.

ოპოზიციიის მტკიცებით, ამ ქონების გადაცემა თავის დროზეც უკანონოდ განხორციელდა. ხაბეიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა ნაგებობების დანგრევით მიყენებული ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანის ფაქტზე რეაგირება დააგვიანა.

„ოთხი შენობიდან სამი რეალობაში აღარ არსებობს, რითაც სახელმწიფომ მიიღო რა თქმა უნდა, ზიანი. ამ საქმეში ჩართული პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, რომლის განკარგულებითაც გაიცა ეს ქონება, შემდეგ უკვე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ასევე ხლის მომწერი იყო ამ დოკუმენტზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღევანდელი შს მინისტრი ბატონი გახარია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი მაშინ, როდესაც თითქოს ეს შენობები დაიბრუნეს. ანუ, არარსებული შენობები რომ დაიბრუნა სახელმწიფომ, მაშინ იყო ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები