20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ძალიან სამწუხარო ფაქტია, არ აქვს მნიშვნელობა პოეტზე იქნება თუ მუსიკოსზე - მიხეილ გიორგაძე ზვიად რატიანის ცემის ფაქტს ეხმაურება

„ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე,“ - ასე აფასებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე პოეტის მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტს.

პოეტი ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას გუშინ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, არ აქვს მნიშვნელობა პოეტზე იქნება, მუსიკოსზე თუ სხვა სფეროს წარმომადგენელზე საუბარი, მთავარი არის, რომ მოკვლევამ კონკრეტული, დროული და გამჭვირვალე პასუხები საზოგადოებას მისცეს, იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

გამოძიებას პროკურატურა 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისმოხბს.

საკითხის შესწავლას თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციაც აწარმოებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები