21 დეკემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ე.წ. რეიდები საქართველოში - "ევროპული საქართველო" ადამიანის უფლებების შელახვის რისკზე საუბრობს 

„ევროპული საქართველო“ შს სამინისტროს მიერ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებულ რეიდებს ეხმაურება. განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

პარტიის ლიდერები მიმართავენ შს მინისტრს და მოუწოდებენ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად, ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს მაღალია ადამიანის უფლებების შელახვის რისკი.

„ასეთი გზებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ძალიან ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან უხეშად დაირღვა მისი უფლებები. პოეტის გარდა, უამრავი შემთხვევა იქნება მსგავსი იმიტომ, რომ რეიდი მოიცავს უკვე ბუნებრივად ამის საშიშროებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები