20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"გვახსოვს კარგად საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განცხადებაც, რომ ცასავით მართლები იყვნენ" - ქუცნაშვილი რატიანზე

სამართალდამცველების მიერ პოეტ ზვიად რატიანის შესაძლო ცემის ფაქტს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი განცხადებით, იქამდე, სანამ გამოძიება მუშაობას არ დაასრულებს, შეუძლებელია წინასწარ რაიმე გაცხადების გაკეთება.

მისი თმით, იმ შემთხვევაშიც, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციელებს აქვთ თმენის ვალდებულება და არ უნდა გადაამეტონ უფლებამოსილებას.

„რატიანის შემთხვევასთან დაკავშირებით მე არ გავაკეთებდი შორს მიმავალ დასკვნებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვახსოვს კარგად საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განცხადებაც, რომ ცასავით მართლები იყვნენ პოლიციასთან მიმართებაში და როდესაც გასაჯაროვდა ვიდეო კადრები, მერე აღმოჩნდა, რომ შეუფერებლად იქცეოდნენ ესა თუ ის მოქალაქეები.

"ვისურვებდი, რომ მოქალაქის მხრიდან ძალადობის თუ უცენზურო გამონათქვამების გამოყენების შემთხვევაშიც, პოლიციამ შეძლოს, რომ დააკავოს ის, რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მიყენების შედეგად, რომ მერე ეს სალაპარაკო არ შეიქმნას,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები