20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
„ვინც არ არის ეკლესიასთან, ის მტერია ეკლესიის, როგორც გარეთ, ისე შიგნით" - მეუფე იობი

„ვინც არ არის ეკლესიასთან, ის მტერია ეკლესიის, როგორც გარეთ, ისე შიგნით,“ - ეს განცხადება ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა გააკეთა.

მღვდელმსახურები აცხადებენ, რომ საქართველოს ეკლესიას მტრები ჰყავს, თუმცა, ვინ არიან მტრები არ აკონკრეტებენ. ისინი აცხადებენ, ასევე, რომ საქართველოს ეკლესიას ქვეყნის შიგნით და გარეთაც ებრძვიან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მედიაც ებრძვის.

„საერთოდ შეტევა თქვენიდან, ტელევიზიებიდან, რადიოდან, არცერთი არ ექცევა ასე თავის ქვეყნის ეკლესიას არსად, როგორც საქართველოში ექცევით თქვენ. ყველაფერს ჭორზე აგებულს. უწინ იყო, რომ კვამლის გარეშე ცეცხლი არ არსებობდა, კვამლი არ არსებობს ისეთ ცეცხლს გააჩენთ,“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

დღეს სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავი აღნიშნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები