პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის აღსანიშნავად წმინდა სინოდის რამდენიმე წევრის არყოფნას თავად მღვდელმსახურები ეხმაურებიან. ისინი გამორიცხავენ, რომ რომელიმე მეუფის არყოფნა ეკლესიაში დაძაბულობასთან არ არის კავშირში.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი გამორიცხავს, რომ წმინდა სინოდში დაძაბულობაა.
„5-6 მღვდელმთავარი არ არის და ეს რატომ ნიშნავს განხეთქილებას, ყოფილა წირვა, როდესაც 20 მღვდელმთავარი არ ყოფილა... ზოგი უცხოეთში არის, ზოგს ჯანმრთელობის საკითხი აქვს, 45-დან 42 მღვდელმთავარია, რა განხეთქილებაზეა საუბარი,“ - აცხადებს მეუფე ანტონი.
დღევანდელ საზეიმო წირვას რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, ქორეპისკოპოსი იაკობი, მეუფე კალისტრატე, მეუფე პეტრე არ დასწრებიან.
ოფიციალური ინფორმაცია, თუ რატომ არ დაესწრნენ ისინი დღევანდელ საზეიმო ცერემონიას, უცნობია.
საზეიმო წირვა სვეტიცხოველში დასრულებულია. წირვის ბოლოს ასევე, წაიკითხეს მილოცვები, რომლებიც პატრიარქს გამოუგზავნეს, მათ შორის, ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მილოცვა, ასევე, რუსეთის პატრიარქის, კირილი მეორეს და რომის პაპის მილოცვები.