20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"ვეშაპები, ღლავები და ლიფსიტები, ტენდერებით სხვადასხვა დონეზე შოულობენ ფულს" - ოპოზიცია სახელმწიფო შესყიდვებზე 

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. კვლევაში საუბარია სახელმწიფო შესყიდვებისას კორუფციის ნიშნებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველ გუნდს კორუფციაში ადანაშაულებენ. პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით გამდიდრება სამ სხვადასხვა ფენაზე ხდება.

„აქ არის გამოყოფილი სამი დიდი ჯგუფი, ეს არის ვეშაპები, რომლებიც ასეულობით მილიონ ტენდერებს იგებენ და ესენი არიან ხელისუფლების ხალხი, მეორე ქვედა დონის ღლავები, რომლებიც კარგად ცურავენ და მესამე ლიფსიტები, რომლებიც თვითმმართველობითა თუ სხვადასხვა მექანიზმებით ტენდერებით, სხვადასხვა დონეზე შოულობენ ფულს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

კორუფციაზე საუბრობენ და ტენდერების ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას „ევროპული საქართველოს წევრები.

„ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური კორუფცია, როდესაც ჩვენ „ევროპული საქართველო“ ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“, რომ შეიძლება გაიზარდოს პენსია, დაიწიოს გადასახადებმა და მცირე და საშუალო ბიზნესს ეშველოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ფასები დასტაბილურდეს, ისინი მუდმივად იმიზეზებენ, რომ აბა რას მოვაკლოთ. თუ ისინი ჩაატარებენ ტენდერებს, თავისუფლად შეიძლება იმდენი თანხა დაიზოგოს, რომ ერთის მხრივ სოციალური ხარჯი გაიზარდოს და მეორეს მხრივ დაიწიოს გადასახადებმა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები