როგორ იფლანგება მილიონობით ლარი ქვეყნის ბიუჯეტიდან - სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციული სქემის დეტალებზე უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე საუბრობს. ის დავების განმხილველი საბჭოს წევრობაზეც უარს ამბობს.
საბჭოს დატოვების მიზეზად ტუსკაძე პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში საბჭოსა და საგამოძიებო ორგანოების სრულ უმოქმედობას ასახელებს.
მამუკა ტუსკაძის თქმით, კორუფციულ სქემაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული.
„არასამთავრობო კვოტა, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა დასავლელი პარტნიორებისთვის. იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ ხელს აწერს გადაწყვეტილებას, ვერ ღებულობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას,“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.