20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე სერჟ სარქისიანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე სერჟ სარქისიანს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ურთიერთობები არის მრავალსაუკუნოვანი და ეს ყოველთვის კეთილმეგობრული და თბილი იყო, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრს გულთბილი მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ქართველ ხალხს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები, მხოლოდ და მხოლოდ, დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი,“ - განაცხადა სერჟ სარქისიანმა.

დღის ამბები