20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" ახალი ფრაქციის შექმნას ოპოზიცია აპროტესტებს

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ახალი ფრაქციის შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აპროტესტებენ.

დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით ეს არის ზედმეტი კომფორტი და ბიუჯეტიდან დამატებითი ხელფასების გაცემა და მისი არამიზნობრივი ხარჯვა.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ბათუმის განვითარება არ აინტერესებს, რისთვისაც ხალხმა აირჩია, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი და ზედმეტი ანაზღაურების აღებით არიან დაინტერესებულები.

ახალი ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური კი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად უფრო მეტ აქტიურობას და გაძლიერებას ასახელებს. 

დღის ამბები