20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ბაია პატარაიას განცხადებით, ილიაუნიში მოკლული პროფესორის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც განიხილავენ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის მარიკა წივწივაძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.

სასამარლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს ოჯახისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაევალა.

„მარიკა წივწივაძემ 6-ჯერ მიმართა პოლიციას, რათა დახმარებოდნენ მას ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეაგირება ამას არ მოჰყოლია,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშიც არის შეტანილი.

„საქართველოს საერთო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეში პასუხისმგელობა შსს-ს და რამდენიმე კონკრეტულ განყოფილებასაც დააკისროს, მათ შორის, მატერიალური ზიანი დააკისროს. ჩვენ ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც ვაწარმოებთ, საიდანაც უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ველოდებით,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის წევრებმა და გარდაცვლილის ადვოკატებმა შეაფასეს. შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ და სასამართლოდან სამოტივაციო წერილს ელოდებიან. 

დღის ამბები