07 დეკემბერი 2024,   06:53
ვრცლად
კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ პროცესის გადადებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ პროცესის გადადებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სხდომა გახსნა და საემიგრაციო სამსახურის პოზიციის მოსმენის შემდეგ პროცესი 3 იანვრისთვის გადადო. დღევანდელ მოსმენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი უნდა განეხილათ საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი განაცხადა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში გამოცხადდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა. მისი ადვოკატების მტკიცებით უწყებაში ერთის ნაცვლად ორი საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებაზე იყო საუბარი, რაც პროცესუალურ დარღვევად მიიჩნევა. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს და სარჩელის შეტანას ევროსასამართლოში აპირებს.

„მოსამართლე სოკოლმა დაადგინა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და შესაბამისად არც დანაშაული არ არის ჩადენილი. არსებობს მხოლოდ ვიღაც ორი მოწმის ჩვენება. დამდევენ ყველგან და აგრძელებენ ჩემს დევნას დღესაც. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მოსამართლე სოკოლმა ასევე დაწერა თავის გადაწყვეტილებაში, რომ მე არ ვიყავი დაკავებული ეჭვმიტანილის სტატუსით. გამოდის, რომ პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ დაადასტურა უკრაინის უშიშროების სამსახურის მოქმედება. მე ვამზადებ სარჩელს, ეს ბე უს წინააღმდეგ ბანდიტიზისთვის, ჩემი გატაცებისთვის. ვამზადებ ასევე სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შესატანად, რომ მოვითხოვო განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი მოპარვისა და გატაცებისთვის.  როდესაც უკრაინაში შეიცვლება ხელისუფლება ეს ადამიანები აგებენ პასუხს არა მხოლოდ იმისთვის რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც რასაც ყოველდღიურად ჩადიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები