20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
სპეცოპერაცია პანკისში - ადგილობრივები სუს-ისგან განმარტებებს ელიან

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამიზნე პანკისის ხეობაა.

ოფიციალური ვერსიით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა მაშინ ესროლეს როდესაც აყვანის ოპერაციისას დროს მან ხელყუმბარის გახსნას ცდილობდა. საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებულის ოჯახი. მაჩალიკაშვილები ყვებიან, რომ 19 წლის ახალგაზრდას ეძინა, რა დროსაც ოთახში სპეცრაზმი შევარდა და ხელყუმბარის გახსნას ვერ შეძლებდა.

სუს-ის მტკიცებით, დღეს პანკისში ხუთი პირი დააკავეს და ხუთივე, ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის რაზმის თანამზრახველია.

დღეს პანკისის ხეობაში დაკავებულებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულთა კავშირს უარყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის ახლო მეგობარი. ლევან დაოშვილი და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ისგან განმარტებებს ითხოვენ, რა გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენდა მძინარე ახლაგაზრდისთვის ცეცხლის გახსნა.

პანკისელი უხუცესების ამბობენ, რომ სამართალდამცველების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.

19 წლის თამერლან მაჩალიკაშვილის გადასარჩენად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ახლა ექიმები იბრძვიან, მას ორი ჭრილობა აქვს თავსა და მხარში. ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულს სამართალდამცველები იცავენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი, თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები