ჩვენ უნდა ვაიძულოთ უკრაინის ძალოვანი უწყებები კანონის ყველა ნორმა დაიცვან - განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "news one"-ის ეთერში გააკეთა.
ვრცელ ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უშიშროების სამსახურის მიერ ჩადენილ პროცესუალურ გადაცდომებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა დადასტურა, რომ სარჩელის შეტანას ევროსასამართლოშიც აპირებს.
„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება კანონის ყველა ნორმა დაიცვას. თუკი ისინი კანონს პატივს არ სცემენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. უშიშროების სამსახურში უნდოდათ 2 საგამოძიებიო ქმედების ერთდროულად ჩატარება, რაც დიდი შეცდომაა. ამბობენ, რომ შემეძლო მაინც გავსაუბრებოდი გამომძიებლებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ არის გასართობი დაწესებულება. მე არ ვაპირებ მათ კანონის დარღვევაში დავეხმარო. უახლოეს მომავალში მგეგმავ მოსამართლე ცოკოლოს დასკვნის საფუძველზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართო. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის არა მხოლოდ სააკაშვილის საქმე, ეს თითოეულ უკრაინელს ეხება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.