20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. საუბარია “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებულ კანონებში შესატან ცვლილებებზე. კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით იხილავს.  

"იმ ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც მუშაობდნენ კანონპროექტზე, არის ცალსახა, რომ რეფორმა უნდა შეეხოს ყველა ტიპის ნარკოტიკულ ნივთიერებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფრთხის შემცველია ერთგვარად განცხადებები, რომელიც კეთდება, რომ შეიძლება გაიმიჯნოს ე.წ. მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკების მიმართულებებით მიდგომა,“ - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის" დირექტორი სოფო ვერძეული. 

დღის ამბები