20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
გიორგი აბაშიშვილმა ეროვნულ სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი დაათვალიერა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეროვნულ სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ისტორიული ავეჯის რესტავრაცია და სამუზეუმო სივრცის კეთილმოწყობა.

სივრცე მოემსახურება როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო აქტივობებს და წვლილს შეიტანს მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ეროვნული ფასეულობების განმტკიცების საქმეში.

"მხარი დავუჭირეთ უნიკალური, მაგრამ განადგურების პირას მდგარი სამუზეუმო ექსპონატების აღდგენას და დავეხმარეთ სწორედ ამ გამოფენის ორგანიზებაში და ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახლა უკვე დღეიდან შემოვა ეროვნულ სასახლეში, მიიღებს გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას,“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები