20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„ვაპირებ, რომ ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით“ - პრემიერი

მთავრობა განახლებული შემადგენლობით პირველ და წლის ბოლო სხდომას მართავს. მთავრობის წევრებმა 2017 წელი შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება.

პრემიერმინისტრი აპირებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად იმოგზაუროს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართოს.

„მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს ხალხთან დიალოგი, განსაკუთრებით, მე მაქვს მხედველობაში ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები. ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების, პრობლემების მოსმენა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები