20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"მომავალი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, კიდევ უფრო დინამიური იქნება" - პრემიერი

მთავრობის წევრებმა 2017 წელი შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. პრემიერმინისტრმა ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დიდი ყურადღება დაუთმო. მისი თქმით, 2017 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა, თითქმის, 5% იყო.

„2017 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4.9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, კიდევ უფრო დინამიური იქნება. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ერთიანი მომსახურების სივრცის, ბიზნესსახლის პროქტის მიმართულებით და გააქტიურდება "სტარტ აპების" დაფინანსების დაწყებული პროგრამა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017-2020 წლებში 9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება სივრცითი განვითრების მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტზე.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები